მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი ბათუმში სამძებრო სამუშაოები შეჩერდა – შემზარავ ფაქტს სულ 9...

ბათუმში სამძებრო სამუშაოები შეჩერდა – შემზარავ ფაქტს სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

677
0

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე არც ერთი ადამიანი აღარ არის დაკარგული დასამუშაოები დროებით შეჩერდება.

ამის შესახებ  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

გომელაურის განცხადებით, არსებობს ნანგრევების გვერდით არსებული შენობის ჩამონგრევისსაფრთხეც

მშენებლებმა უნდა მოგვცენ ნებართვა.

,,მშენებლები ვარაუდობენ, რომ საფრთხეა, შეიძლება კიდევ ჩამოიშალოს რაღაც ნაწილიიცით, რომ ეგრეთ წოდებული სინკარებია გადმოწეული. სანამ არ მოხდება მშენებლებისშეკრება, იმსჯელებენ თუ როგორ უნდა მოხდეს ბეტონების ან სინკარების ჩამოხსნა,  ანარჩამოხსნა, მშენებლები შეიკრიბებიან მერიაში და იმსჯელებენ, მოხდება მთელი ფლიგელისდემონტაჟი თუ მხოლოდ იმ ბეტონის“.- აცხადებს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

კორპუსის სადარბაზოს ნგრევას ჯამში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის – 3 ბავშვის.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დღის პირველ ნახევარში ჩამოინგრა

შსს ბათუმში კორპუსის ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240- მუხლის მე-2 ნაწილით და 187-მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.