სოფელ ბოძაურში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. ამ ეტაპზე დასრულებულია წერტილოვანი საძირკვლის მოწყობა და მიმდინარეობს საყრდენი კედლების ჩამოსხმის სამუშაოები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „ლაპოტი-2012“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება შეადგენს 283555 ლარს. საბავშვო ბაღი 25 აღსაზრდელზეა გათვლილი.