მთავარი პოლიტიკა ექსკლუზივი – რამაზ ჯინჭარაძე გამარჯვების შემთხვევაში საკრებულოს თავჯდომარის პოსტს დაიკავებს

ექსკლუზივი – რამაზ ჯინჭარაძე გამარჯვების შემთხვევაში საკრებულოს თავჯდომარის პოსტს დაიკავებს

1073
0

„ქართულმა ოცნებამ“ 2 აპრილის შუალედური არჩევნებისაᲗვის ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა.

“Ქართული ოცნების” პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბათუმის საკრებულოს არჩევნებში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე იქნება.

,,აჭარა პს”-ისთვის ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ რამაზ ჯინჭარაძეს მაჟორიტარობა არ სურდა.

როგორც წყარო გვიყვება , ის თავიდან სასტიკი წინააღმდეგი იყო, მაგრამ პასუხი გადაიფიქრა რადგან შესთავაზეს საკრებულოს თავჯდომარის პოსტი ბათუმის საკრებულოში.

,,აჭარა პს” რამაზ ჯინჭარაძეს არაერთხელ დაუკავშირდა, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოში ერთი ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც 2021-წლის ნოემბერში ,,ნაციონალური მოძრაობის” არჩეული წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.

ასევე ბათუმის შუალედური არჩევნების შედეგები საკრებულოს ბედსაც გადაწყვეტს, სადაც ,,ნაციონალურ მოძრაობას” და ასევე სხვა პარტიებს,
,,გახარია საქართველოსთვის” და ლელოს – სულ 17 წევრი ჰყავთ, რაც თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო ხმების რაოდენობაზე ერთით ნაკლებია.

ბათუმში საკრებულოᲨი “ქარᲗულ ოცნებას” 16 დეპუტატი ჰყავს,ხოლო საკრებულოს ერთი წევრი, რომელმაც პარტია ,,გახარია საქართველოსთვის” დატოვა და დამოუკიდებელ საქმიანობას აგრᲫელებს.
აცხადებს, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას არ აპირებს.

ხვიჩა მამულაძე