ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით 22 ოქტომბერს გაიმართა ვორქშოპი შემოქმედებითი ინდუსტრიის შესახებ. ვორქშოპის მიზანს წარმოადგენდა შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ ცნობადობის ამაღლება. კურსის მიმდინარეობისას განხილული იყო შემდეგი საკითხები: რატომ არის კრეატიული ინდუსტრიები მნიშვნელოვანი და რა სარგებელი შეუძლიათ მოუტანონ მათ ქვეყნის ეკონომიკას, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას აჭარაში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიმართულებით.
ვორქშოპს უძღვებიდა ბრიტანელი ექსპერტი ტიმ უილიამსი. ტიმ უილიამსს გააჩნია მედიისა და კულტურის სექტორში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება, იყო UNESCO-ს ბრიტანეთის ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.