მთავარი პოლიტიკა თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციაზე -“კი არ შემოვლენ, შემოცუნცულდებიან,”

თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციაზე -“კი არ შემოვლენ, შემოცუნცულდებიან,”

634
0

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, მედიასთან კომენტარი გააკეთა და ბათუმის საკრებულოში მიმდინარე მოვლენები ასე შეაფასა,

  კი არ შემოვლენ, შემოცუნცულდებიან,”- თქვა რიჟვაძემ,  ოპოზიციაზე.

რიჟვაძე დარწმუნებულია, რომ  ბათუმის საკრებულოს გამართულ მუშაობას წინ არაფერიუდგას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმის საკრებულოს ახალარჩეულ დეპუტატ რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება უნდა ეცნო და აერჩიათ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეც, მაგრამკვორუმის არარსებობის გამო სხდომა ვერ გაიხსნა.

ბათუმის საკრებულო 35 წევრისგან შედგება და  სხდომის გამართვისთვის, ასევე დეპუტატის უფლებამოსილების ცნობისთვის, საჭიროა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ მინიმუმ18 ხმა.

ოპოზიციას 17 ხმა აქვს და მისი გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ვერც სხდომა გაიხსნება დავერც ჯინჭარაძის უფლებამოსილება იქნება ცნობილი.