მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება თურქეთის რესპუბლიკის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

თურქეთის რესპუბლიკის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

363
0

დღეს თურქეთის რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 94 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა. სასტუმრო ,,ეუფორიაში“ გამართულ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად დაესწრო. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს თურქეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ბათუმში იასინ თემიზქანმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გამოსვლაში თურქეთის მოსახლეობას რესპუბლიკის დაარსების დღე მიულოცა და მათ მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ზრდის დინამიკას და იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო და ღრმა გახდება. რეგიონის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თურქეთის მთავრობას სექტემბრის თვეში ბორჯომის ხეობასა და ხულოს რაიონში, შავნაბადას მთაზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში გაწეული დახმარებისთვის და ასევე, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისათვის.

თურქეთის რესპუბლიკის საკონსულოს მიერ გამართულ მიღებას მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის, მუნიციპალიტეტების, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.