მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ინგოლფ ბერნარდტის საჯარო ლექცია

ინგოლფ ბერნარდტის საჯარო ლექცია

200
0

2017 წლის 26 ოქტომბერს 13:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის N328 აუდიტორიაში გაიმართება -საარლენდის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორის, ბიოფიზიკის კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის ინგოლფ ბერნარდტის საჯარო ლექცია.
საჯარო ლექცია ციკლი დაიწყო 24 ოქტომბერს სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ლექციათა ციკლის თემებია:
ბიოლოგიური უჯრედების შესწავლის ახალი მეთოდები;
სისხლის წითელი უჯრედები, მათი იონური სატრანსპორტო გზები მემბრანაში და მათი მონაწილეობა სისხლში თრომბის ფორმირებაში. ზოგიერთი სახის სისხლის დაავადებების შესახებ.
რადიაქტიურობა მედიცინაში, არსებული ტექნიკური თანამედროვე საშუალებები და რადიაქტიურობის მოქმედება გარემო პირობებზე.
საჯარო ლექციები მნიშვნელოვანია სიცოცხლის მეცნიერებაში მოღვაწე სპეციალისტებისათვის, სტუდენტებისათვის რომლებიც შეძლებენ უფრო მეტად ჩაუღრმავდნენ სიცოცხლის არსს, გაუღრმავდეთ წარმოდგენა უჯრედში მიმდინარე პროცესების მექანიზმებზე.
საჯარო ლექცია ტარდება სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინასებით.