2017 წლის 08, 09 და 10 მაისს გაიმართება იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის, კულტურის დეპარტამენტის უფროსისა და ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი – გასაუბრება. კონკურსანტებს ელექტრონულ ფოსტაზე ინდივიდუალურად გაეგზავნათ ინფორმაცია კონკურსის პირველი ეტაპის შედეგის შესახებ. ბმულში იხილეთ გასაუბრების თემატიკა და შეფასების წესი. კონკურსი გაიმართება სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (მის. ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4).
კონკურსანტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
კონკურსანტს უფლება აქვს კონკურსის პირველ ეტაპთან დაკავშირებით საჩივარი წარმოადგინოს სამინისტროში 2017 წლის 02 მაისის ჩათვლით.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ინფორმაცია სამინისტროს აპარატში გამოცხადებული კონკურსის შესახებ