მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ლაშა ადამიას ბრიფინგი

ლაშა ადამიას ბრიფინგი

136
0

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლაშა ადამია აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის განცხადებით უწყებამ წინა წელს რეგიონის პიარისთვის 30000 დოლარი არამიზნობრივად გამოიყენა.
„ტურიზმის დეპარტამენტი მთავრობის თავმჯდომარის თანხმობით და მისი მეშვეობით არის გახვეულ კორუფციულ სკანდალში. ის უკვეთავს ისეთ პიარკამპანიას და ფურცელზე ახორციელებს ისეთ კამპანიას, რომელიც რეალურად არ ხორციელდება“-განაცხადა ლაშა ადამიამ.
ტურიზმის დეპარტამენტში ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ აჭარის პიარისთვის გამოყოფილი თანხა მიზნობრივად დაიხარჯა, მათი პიარი კი ორიენტირებულია ჟურნალებზე და არა ინტერნეტ რეკლამაზე.