მთავარი პოლიტიკა „ლელოს“ ფრაქცია შესაძლოა დაიშალოს

„ლელოს“ ფრაქცია შესაძლოა დაიშალოს

259
0

ფრაქციალელო პარტნიორობა საქართველოსთვისშესაძლოა, დაიშალოს.

ამის მიზეზია რეგლამენტის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ფრაქციაში შვიდი წევრი უნდა იყოს. ბადრი ჯაფარიძე ფრაქციის ხელმძღვანელი იყო, რომელიც ფრაქციის მეშვიდე წევრი იყო. იმ შემთხვევაში, თუ ფრაქცია ბადრი ჯაფარიძეს არ ჩაანაცვლებს, დღის წესრიგში ფრაქციის დაშლის საკითხი დადგება. მეათე მოწვევის პარლამენტშილელოსფრაქცია ერთხელ უკვემაშინ დაიშალა, როცა მანდატზე უარი მამუკა ხაზარაძემ თქვა.

ფრაქციაში მამუკა ხაზარაძის ნაცვლად დილარ ხაბულიანი შევიდა, რომელიც პარლამენტში ნაციონალური მოძრაობისრიგებიდან მოხვდა.

რაც შეეხება პარტიას, პირველ თებერვალს ძალაში შევიდამოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებკანონის მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებით, პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას კარგავს, თუ ამ პარტიისწარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, ხოლო მათ ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილების ცნობა შეუძლებელია.

მოქმედი ნორმით, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მომდევნო კალენდარულითვის პირველი დღიდან უნდა შეუწყდეს.

წყარო timer.ge