მთავარი პოლიტიკა მამუკა ხაზარაძე – უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა!!

მამუკა ხაზარაძე – უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა!!

286
0

პარტია ,,ლელოსლიდერი მამუკა ხაზარაძე, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, როგორც ხაზარაძე აცხადებს,  რაც დღეს უკრაინაში ხდება, ის უკვე მოხდა საქართელოში 2008 წელს.

ჩვენ ვიცით რას ნიშნავს რუსეთის სამხედრო აგრესია.

,,დღეს , როგორც არასდროს, გვჭირდება ეროვნული ერთიანობა, პოლიტიკური განსხვავებებისმიუხედავად ერთად დგომის დროა. რაც დღეს უკრაინაში ხდება, ის უკვე მოხდა საქართელოში2008 წელს. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს რუსეთის სამხედრო აგრესია.

დღეს ქართველმა ხალხმა უნდა აჩვენოს სრული სიმტკიცე, ერთიანობა და უკრაინელი ხალხისმიმართ მტკიცე მხარდაჭერა.

მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს  მოიწვიოს  ხელისუფლებისა და

ოპოზიციის ლიდერები, სადაც მოხდება ერთიანობის დემონსტრირება არა მარტო უკრაინის მხარდასაჭერად, არამედ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავადდარწმუნებული ვარ ეს იქნება ეროვნული კონსოლიდაციის რეალური და თვალსაჩინო დასაწყისი“-აცხადებს მამუკა ხაძარაძე.