მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი მასწავლებლის დღეს მიეძღვნა

მასწავლებლის დღეს მიეძღვნა

38
0

„,მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით“ ხელვაჩაურში მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ პედაგოგებსა და დამსწრე საზოგადოებას პროფესიული დღე მიულოცა და ღვაწლმოსილ პედაგოგებს წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა. ასევე, განათლების მინისტრმა განსაკუთრებული ღვაწლისა და მრავალწლიანი წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის 4 პედაგოგი დააჯილდოვა.

,,მასწავლებლის ეროვნულ დღეს” მიძღვნილ ღონისძიებაზე სხვადასხვა საჯარო სკოლის პედაგოგები მონაწილეობდნენ, დაჯილდოვდნენ პედაგოგები, რომელთაც სასკოლო თუ არაფორმარული განათლების ღონისძიებებში აქვთ დიდი გამოცდილება. ,,მასწავლებლის ეროვნული დღე” საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების თარიღს უკავშირდება.

ღონისძიებას განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მინდია დიასამიძე, მერის მოადგილე მირიან კვირიტიძე, ხელვაჩაურის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა დიდმანიძე, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. „,მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით“ ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით გაიმართა,მუნიციპალიტეტი, კიდევ ერთხელ ულოცავს მასწავლებლებს პროფესიულ დღეს!