მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება მედიაჯგუფი “აჭარა P.S.” 20 გამარჯვებულ რეგიონულ მედიაორგანიზაციას შორისაა

მედიაჯგუფი “აჭარა P.S.” 20 გამარჯვებულ რეგიონულ მედიაორგანიზაციას შორისაა

384
0

პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში საკონკურსო წესით შეირჩა 20 რეგიონული, დამოუკიდებელი მედიასაშუალება. ესენია:
1. პანკისის სათემო რადიო WAY
2. ტელეკომპანია “თანამგზავრი”
3. “ქართლის ხმა” (www.qartli.ge)
4. ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი”
5. გაზეთი ბათუმელები
6. მედიაჯგუფი “აჭარა P.S.”
7. “ქუთაისიპოსტი”
8. რადიო “ძველი ქალაქი”
9. ტელე-რადიო კომპანია “რიონი”
10. ტელეკომპანია “გურია TV”
11. “გურიის მოამბე”
12. ტელე-რადიო კომპანია “ოდიში”
13. ლაივპრესი
14. ტელეკომპანია “ეგრისი”
15. ტელეკომპანია “მეცხრე ტალღა”

აღნიშნული 15 მედიასაშუალება მომდევნო 14 თვის განმავლობაში მოამზადებს, 4 სხვადასხვა ფორმატის ჟურნალისტური მასალისაგან შემდგარ, 3 თემატურ პაკეტს. მასალები ევროკავშირის, ნატოს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე მომზადდება ადგილობრივი ინტერესებისა და საკითხების გათვალისწინებით.
16. მარნეული TV
17. სათემო რადიო “მარნეული”
18. სათემო რადიო “ნორი”
19. ATV-12
20. TOK TV
აღნიშნული 5 მედიასაშუალება, იგივე შინაარსის, 5 თემატურ პაკეტს მოამზადებს.
შერჩეულ მედიაორგანიზაციებს, პროექტის ფარგლებში, ტრენინგები და კონსულტაციები ჩაუტარდებათ, რაც მათი ჟურნალისტური ოსტატობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მენტორების დახმარებით, რეგიონული მედიასაშუალებები ახალი უნარების პრაქტიკაში გამოყენებას შეძლებენ.
პროექტის მიზანია, რეგიონული მედიის მხარდაჭერის გზით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა.
პროექტი „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში” – ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციონ ცენტრთან პარტნიორობით და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება.