საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეიდან უვადო შიმშილობას იწყებს.
როგორც ექს–პრეზიდენტმა 7 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს იქნება მისი რეაქცია იმაზე, თუ როგორ ექცევა რეჟიმი მას.
“მე ვაცხადებ დღეიდან სრულ უვადო შიმშილობას. ეს არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს“, – თქვა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, მან ჰოლანდიელი ექიმისგან მიღო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომმისმა განმეორებითი შიმშილმა, შესაძლოა, ლეტალური შედეგი გამოიწვიოს.
ყველამ, ნახოს რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, ნახოს ყველამ, რა არის ამბიციები თუსაკუთარი ქვეყნის უფრო მაღლა დაყენება“, – თქვა სააკაშვილმა.