დღეს საქართველოს მწერალთა კავშირში ბათუმის მერიის თანადგომით გაიმართა ღონისძიება “მხოლოდ ჩვენ სხვა დრო წამოგვეწია”, რომელიც მიეძღვნა საქართველოს მწერალთა კავშირის 100 წლისთავს და 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნას. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ფოტო გამოფენა, ასევე აჩვენეს დოკუმენტური ფილმები მეოცე საუკუნის ქართველ კლასიკოსთა ვიდეო მასალებით.
საღამო გახსნა აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ დავით თედორაძემ. ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, ბაღათერ არაბული , ვახტანგ ღლონტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და სხვები. ღვაწლმოსილ მწერლებს გადაეცათ დიპლომები და საჩუქრები. მსახიობებმა ელდინო საღარაძემ და ზურაბ ცინცქილაძემ წაიკითხეს რეპრესირებულ ავტორთა ლექსები.