გუშინ ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის და პოპულარული სიმღერების ავტორის ნუგზარ ერგემლიძის შემოქმედებით საღამო „ნუგზარ ერგემლიძე და მეგობრები“ გაიმართა. ღონისძიება გახორციელა საპროდიუსერო კომპანია „ჯადოსნურმა ხმებმა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით. საორგანიზაციო ჯგუფი დაკომპლექტებული იყო პოპულარული ქართველი მომღელებით: ზურაბ დოიჯაშვილი, ბესო კალანდაძე, ზურაბ კობეშავიძე, ნუგზარ კვაშალი, ბიძინა მახარაძე, მაკა ქაჯაია, გიორგი ერგემლიძე.
კონცერტი საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და შემოსული თანხით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ნუგზარ ერგემლიძის შემოქმედებითი საღამო ხულოში