14 ოქტომბერს საქართველოს მწერალთა კავშირში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ, ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა მრავალპროფილიანმა საერთაშორისო აკადემიამ სათაურით: ,,მადლისა და სიკეთის წყაროთი საზრდოობა, აკადემიის წმინდა კედლებიდან“ კიდევ ერთ ექსპრომტად მომზადებულ საღამოს უმასპინძლა.
როგორც აკადემიის პრეზიდენტმა და ღონისძიების სულისჩამდგმელმა პოეტმა გულნაზ ხარაიშვილმა აღნიშნა, საღამოს თითოეულ მონაწილეს ღვთის მადლი არ ტოვებდა ამიტომ ექსპრომტად დაგეგმილი პოეზიის საღამოც განსაკუთრებით ლამაზი და თბილი გამოდგა. ღონისძიების აღმოჩენა გახლდათ ახალგაზრდა ნიჭიერი მსახიობი მერაბ ლატარია, რომლის აკადემიაში მიღებას შეკრებილმა საზოგადოებამ მხარი ერთხმად დაუჭირა. აკადემიის კედლებში დიდხანს იღვრებოდა ლექსის ღვთიური მადლი და თითოელი ხელოვანის გულში სიყვარულის ცეცხლი ტრიალებდა.
საღამოს დასასრულ აკადემიის პრეზიდენტმა გულნაზ ხარაიშვილმა საპატიო დიპლომებით დააჯილდოვა დამსახურებული და ცნობილი პოეტები ქალბატონები მაია კახიძე და ეთერ ზარიძე, მწერალთა კავშირის ღონისძიებაზე დაპირებული კავშირის წევრის მოწმობა გადაეცა ემიგრანტ პოეტს მალვინა ჭელიძეს. საღამოზე თავად გულნაზ ხარაიშვილს დიდი ოვაციების ქვეშ გადაეცა საქართველოს მწერალთა კავშირის ჯილდო – ილია ჭავჭავაძის სახელობის „ოქროს მედალი“.
ტვ12-ის თბილისის ბიურო