საქართველოს ახალგაზრდულმა ცენტრმა უმასპინძლა პროექტს “tolerant youth” 1-10 სექტემბერი, სადაც მონაწილეობა მიიღო 36 მონაწილემ, ექვსი ქვეყნიდან. იკითხავთ როგორ ჩაიარა ერასმუს + ის ახალგაზრდა ტოლერანტების პროგრამამ? ალბათ ყველასგან ერთნაირ და ამავე დროს სხვადასხვა პასუხს მოისმენთ ორგანიზატორებიდან მოყოლებული მონაწილეებით დამთვრებული, ვერ მონახავთ რომელიმეს ვისზეც ამ პროექტმა დიდი გავლენა არ მოახდინა სულ რაღაც ათ დღეში და არ დატოვა წარუშლელი კვალი მათ ცხოვრებაში.
მაგრამ რას ნიშნავს ახალგაზრდა ტოლერანტები? რატომ შეიქმნა ეს პროექტი და რას ემსახურება?
ერასმუს + ცნობილია თვისი არაფორმალური განათლებითა და ინკლუზიური სწავლებებით. ტოლერანტობის პროექტები ემსახურება ხალხში კულტურული დონის ამაღლებას. მსოფლიოში სადაც ამდენი კულტურა და უნიკალურობა არსებობს მნიშვნელოვანია ამ ცოდნის გაზიარება და შემეცნება სწორედ ამიტომ ათი დღის განმავლობაში ექვსი არაჩვეულებრივი ქვეყნის წარმომადგენლებმა ქობულეთში წარადგინა თვისი ქვეყანა გააცნო ის სხვა მონაწილეებს. ახალგაზრდებმა შეიცნეს მეტი ერთმანეთის ენაზე, კულტურასა და ცხოვრების სტილზე და არამარტო. ისწავლეს დისკრიმინაციაზე, ხელოვნებასა და პერფორმანსის საშვალებით წამოჭრეს ღრმა პრობლემები საზოგადოებაში და განიხილეს საშვალებები თუ როგორ გადაეჭრათ ესა თუ ის საზოგადო საკითხი. დაამსხვრეს სტერეოტიპები თვიანთ ქვეყნებზე და ახლი თვალით დაანახეს ის სილამაზე და განსაკურებულობა რაც თან ახლავს თითოეულ ქვეყანას. მონაწილეები გაიზარდნენ ინდივიდუალურად და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს წინ უკეესი მომავლისის.
#TolerantYouth
#Erasmusplus
#YCG
#YPGD
#RAJO
#PatrasYouthClub
#CreativeYouth
#ICYouthNorway