5 ოქტომბერი მასწავლებლის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით რეგიონის სასწავლო დაწესებულებებსა თუ მუნიციპალიტეტებში საზეიმო ღონისძიებები იმართება.სახელმწიფომ ახლახანს დაამტკიცა განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმა. ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რასაც სკოლის დირექტორები გამოყოფენ, პედაგოგთა პროფესიული განვითარების ახალ სქემაში ჩართვაა, რომელთანაც პირდაპირ კავშირში იქნება მათი ანაზღაურება.
გულითადად ვულოცავთ ჩვენს პედაგოგიურ არმიას პროფესიულ დღესასწაულს და ჯანმრთელობასთან ერთად ახალ წარმატებებს ვუსურვებთ.