დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მთავრობის დამტკიცების საკითხსგანიხილავენ, თბილისის მერსა და ოპოზიციონერ დეპუტატს შორის მწვავე სიტყვიერიდაპირისპირება მოხდა.
„სახლში იციან, აქ რომ ხარ?“, – ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისისსაკრებულოში „ლელოს“ წევრ საბა ბუაძეს, რომელმაც მას განუცხადა, რომ თბილისისისტორიაში ერთ–ერთ კორუმპირებულ მერად მიაჩნდა.
“ეს არის პოლიტიკურ – სამართლებრივი შეფასება და გაჟღერდება იმდენჯერ, რამდენჯერაცდავინახავთ ასეთ კორუფციულ შემთხვევას. თქვენ და თქვენს კოლეგებსაც ამის მოსმენა დაატანა მოგიწევთ.
ნუ დაგავიწყდებათ სად ხართ და თითები არ უნდა იქნიოთ, ხელების შლა არ არის კულტურულიქცევა“, – უთხრა ბუაძემ კალაძეს.
თბილისის მერმა კალაძემ, ბუაძეს მიმართა, რომ როცა კურუფციაზე საუბრობს უნდა ჰქონდესმტკიცებულებები და კონკრეტული ფაქტი დაასახელებინა. ამასთან, კალაძემ ბუაძეს უთხრა, რომ რამდენ ტყუილსაც იტყვიან, იმდენჯერ „სიმართლე მოხვდებათ ცხვირ–პირში“.
,,სახლში იციან, აქ რომ ხარ? სახლში იციან? ყოველთვის მოყვება შესაბამისი პასუხი იმსიბინძურეს, იმ სიცრუეს, რასაც ქადაგებდით“-უთხრა კალაძემ ბუაძეს.