აჭარის საბაჟოს ყოფილ უფროსს 10 მილიონს ედავებიან
საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, იუსტიციის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს, აუდიტის თავმჯდომარეს, გენპროკურორს, გენინსპექციას, პროფკავშირებს, სახალხო დამცველს, ტელე, რადიო დეპარტამენტებისა და პრესცენტრების ხელმძღვანელებს, ბიზნესმენთა ფედერაციას, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, ოპოზიციურ პარტიებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორს…
უფლებებდარღვეული, ღირსებააყრილი, პოლიტიკური და გვაროვნული ნიშნით დევნილი, აბუჩად აგდებული და სულში ჩაფურთხებული ყოფ. `ბათუმმრეწვაჭრობის~ მაღაზია #36 ,,მაგნოლიას“ დირექტორისა და შრომითი კოლექტივის მიმართვა, განცხადება, საჩივარი
თვალებს ვერ დავუჯერე, როცა გაზეთ ,,ახალ თაობაში“ ,, ვერსიასა“ და ,,ასავალ დასავალში“ 2.3.2014 #8 და 2015 #12 წავიკითხე ა. აბაშიძის მთავრობის წევრის, ,,აღორძინების“ აქტივისტის, ერთდროულად რესურსების, საშემოსავლო და საბაჟო დეპარტამენტის, ამავდროულად ათეულობით ცრუმეწარმეობისათვის შექმნილი უკანონო, არარეგისტრირებული, ყალბი ფირმების დირექტორ-პრეზიდენტის ევრაზიის ყველაზე დიდი თაღლითის გოგი (გიორგი) შევარდნაძის ექსკლუზიური ინტერვიუ, სადაც იგი მადლობას უხდის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჭუნიაშვილს და განსაკუთრებით დიდ სამადლობელს უხდის იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, რომ მან `გუდვილი~ შექმნა პატიოსანი შრომით და რომ მისი მეშვეობით აღდგა სამართლიანობა, დაიბრუნა ბიზნესი და `ნაციონალების~ მიერ წართმეული ქონება.
იუსტიციის მინისტრო – ქალბატონო თეა, ვიდრე სუპერ თაღლითები გოგი შევარდნაძე და ირმა ქისაშვილი მოგმართავდნენ, რომ ისინი დაზარალდნენ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ, მანამდე, 2007 წელს თქვენ მიიღეთ სტრასბურგში 27 – გვერდიანი სასარჩელო განცხადება, 300-მდე სამხილი თანდართული დოკუმენტებით, რაზედაც 4 დეპეშა-ტელეგრამის გაგზავნის შემდეგ 2017-ში მივიღე პასუხი უარი.
ხოლო 2013 წელს 4 ივნისს #57339 7-ფურცლიანი განცხადება-საჩივარი 42 თანდართული მწვავე სამხილი დოკუმენტებით. საქმეზე დაიწყო გამოძიება აჭარაში ჩვენივე განცხადების საფუძველზე #1649102 #204426 გამოთხოვილი იქნა 400-მდე დოკუმენტი. და 4 თვის შემდეგ გამომძიებელ-პროკურორი მანველიძე-ტყაბლაძე წერილობით მეუბნებიან, საქმეს ვერ გაჩვენებთ, ვერ წაგაკითხებთ, ვერ გადმოგცემთო. და საქმეს წყვეტენ თქვენს უწყებებში დაწერილი სცენარით. მანამდე, 2012 წლის დეკემბერში, შემოსული არის თქვენს უწყებებში 5 შვიდგვერდიანი განცხადება, 400-მდე სამხილი თანდართული დოკუმენტებით… ყველა რჩება უპასუხოდ.
ქალბატონო თეა, თანამდებობრივსა და სამსახურეობრივ მოვალეობას რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ მოქალაქეს არ გქონდათ უფლება რეაგირების გარეშე დაგეტოვებინათ როგორც სტრასბურგის სარჩელი, ასევე თქვენს უწყებებში შემოსული 2012 წლის 3 დეკემბრით დათარიღებული ჩემი საჩივრები 400-მდე თანდართული სამხილი დოკუმენტით.
უპირველესად მოვითხოვ: შეწყდეს ერთხელ და სამუდამოდ მობილიზაცია სამართალდამცავი, მაკონტროლებელი, მართლმსაჯულებისა და სხვადასხვა უწყებებისა და საქართველოს ხელისუფლებაში მოკალათებული სხვადასხვა თანამდებობის პირების მიერ თაღლითების, ცრუმეწარმეებისა და მაქინატორების – გ. შევარდნაძის და ირმა ქისაშვილის დანაშაულებრივი ქმედებების სხვადასხვა ფორმით მფარველობა.
ვმუშაობდით რა 70-იანი წლებიდან მაღაზია #36 ,,მაგნოლიაში”, განთავსებული კ. გამსახურდიას #34-ში, შრომით კოლექტივს 9 კაცის შემადგენლობით მაღაზია გვქონდა აღებული იჯარა გამოსყიდვის უფლებით. 1983 წლის იანვრიდან ჩვენი ხელფასის დანაზოგით ობიექტს ჩავუტარეთ კარგი, ხოლო 94-ში ჩვეულებრივი სარემონტო სამუშაოები და თან პრეზიდენტის #178-ე და 325-ე განკარგულების საფუძველზე მივმართეთ ეკონომიკისა და ვაჭრობის სამინისტროებს, ბათუმის მერიასა და ბათუმრეწვაჭრობას მაღაზიის პრივატიზების მოთხოვნით. პასუხები არ მიგვიღია არც ერთი უწყებიდან, მანამდე კი პროკურატურის საშემოსავლო და კონტროლის პალატის უწყებები გვავიწროვებდნენ, რათა ძალისმიერი მეთოდებით გავეგდეთ სამსახურიდან.
და აი, 1997 წლის დასაწყისში ვიგებთ ჯერ კიდევ 1996 წლის 25 ივნისს აუქციონზე ობიექტის გაყიდვის შესახებ… მოვიკვლიეთ მასალები და რას ვხედავთ, ჯგუფურად სუპერთაღლითებს გ. შევარდნაძეს, ირმა ქისაშვილს, ნუგზარ მაღულარიას მინისტრთა საბჭოს უკანონო ყალბი დადგენილებით #293 (თავმჯდომარე ორგზის მოწვევის პარლამენტარი ალექსანდრე ფაღავა) შემდგომ მერიას 383-ე გადაწყვეტილების შედეგად მაღაზია გაუსხვისებიათ არარსებულ ფირმა `აჭიტაიზე~, ხოლო შემდგომ არაუფლებამოსილი პირის, ისევ მინისტრთა საბჭოს 125-ე განკარგულების საფუძველზე 1996 წლის 25 მაისს ჩაუსვამთ საპრივატიზაციო ნუსხაში… 29-ე დღეს გასულ აუქციონზე მაღაზია `მაგნოლიას~ კიდევ სხვა ობიექტთან ერთან იძენს ერთი და იგივე ფირმა თუ პიროვნება შპს ,,ბესანა და გიორგი”. დასაბუთებულად, ყოველგვარი ეჭვისგარეშე ვლაპარაკობ და გეუბნებით, რომ ერისა და ქვეყნის მოღალატეებმა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ა. ფაღავამ, ეკონომიკის მინისტრმა ხვიჩიამ, სხვა თანამდებობის პირებმა კანონისა და კონსტიტუციის გვერდის ავლით, საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად, თვითნებურად, შეგნებულად მოატყუეს საქართველოს ხელისუფლება, შეცდომაში შეიყვანეს გაზეთ `აჭარის~ რედაქცია და ჩალის ფასად, დაახლოებით 3 ათასამდე კვმ. ფართობი თავისი ინვენტარით (ისიც საპრივატიზაციო ბარათებით გაიყიდა) 20 ათას ლარში, არშემდგარი აუქციონით სუპერთაღლითებზე შევარდნაძე- ქოსაშვილზე გაასხვისეს.
ამ პერიოდში ხუთი ობიექტი გაიყიდა პირდაპირი წესით და შრომითი კოლექტივის გვერდის ავლით ,,ბესანა და გიორგიზე”.
მოვითხოვ მათ მიმართ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ქონების განიავების, დაუმორჩილებლობის, თაღლითობის, თანამდებობის ბოროტად გამოყენების, თაღლითებზე ხელის შეწყობის, თანამონაწილეობისა და ყალბი დოკუმენტების შექმნის საფუძველზე. ფირმიდან ფირმაზე ქონების, კერძოდ მაღაზია `მაგნოლიას~ გადაცემის საფუძვლებზე.
`მაგნოლია~ რომ არაკანონიერადაა გასხვისებული, ამას დაგიდასტურებთ აბაშიძის ხელისუფლების ყოფილი მერი და ვიცე მერი ასლან სმირბა და ჩემს მიერ მოძიებული 72 -მდე ყალბი უკანონო დოკუმენტი მიღებული სხვადასხვა უწყებებიდან. ჩვენმა შრომითმა კოლექტივმა მიმართა ბათუმის საქ. სასამართლოს სანოტარო მოქმედების გაუქმებაზე, პრივატიზაციის ბათილობაზე, უკანონო აქტების ბათილად ცნობაზე. `მაგნოლიას~ ფართობის 225 კვმ, ის ნაწილი 181 კვმ. შპს `ბესანა და გიორგის” შესყიდული აქვს.
ასევე დავაყენეთ საკითხი დარჩენილი 40-მდე კვმ. ფართის უკან დაბრუნებაზე. არც ერთი არ დაკმაყოფილდა, იმ თაღლითი თანამონაწილე მოსამართლეების წყალობით, რომლებიც ამ საქმეს იხილავდნენ.
საქმეზე ჩატარდა 300-მდე უშედეგო სასამართლო პროცესი. ასევე 2500 ზე მეტი განცხადება საჩივარი რჩება უპასუხოდ. დაიბეჭდა 16-მდე საგაზეთო სტატია-პუბლიკაცია, სხვადასხვა დროს მომზადდა ტელე-რადიო სიუჟეტები, რაც რჩება რეაგირების გარეშე.
ჩვენ დავაყენეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი მაღაზია `მაგნოლიას~ პრივატიზაციის შესახებ (იხ. საქ. #92051799). საქმე შეწყდა 2000 დოლარის სანაცვლოდ პროკურატურის მიერ და საქმე #9205268 – 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ. ასევე შეწყდა ათეულობით აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის საქ. კონტროლის პალატის აქტი #275/47, რომლის საფუძველზე პროკურატურაში გადაგზავნილი 106 დოკუმენტი საერთოდ გაქრა საქართველოს ფინანსური პოლიციის განყოფილების გამგის გოგი ტუღუშის სიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე. (გადაგზავნილი-მასალები #26/4/16-76). ქმნიდნენ რა სხვადასხვა ქვეყნის სახელით ერთობლივ ფირმებს საწყისი კაპიტალით 1000 აშშ დოლარი, ცოცხლდებოდა ათობით და ასობით მილიონი დოლარი, იღებდნენ ხელზე (იხ. განცხადება ცრუმეწარმეობის შესახებ). გოგი შევარდნაძეს და ირმა ქისაშვილს შემოჰქონდათ საბაჟოზე განუბაჟებელი (ზოგჯერ ვეჭვობ საპატრიარქოს ეგიდით) ასობით მილიონი დოლარის საქონელი (იხილეთ 8-24 აგვისტოს 1996 წ. აქტები). შემოსავლების სამსახურმა დააკისრა ფირმებს 85 მილიონი ლარი, რომელიც დღემდე ამოუღებელია.
1993 წლის მოწვევის პარლამენტის მიერ, აკრძალული ტვირთების: ხე-ტყე, ალუმინი, სპილენძი, ჯართის გატანაზე დაწესებული ჰქონდათ ე.წ. სტავკები 42-დან 400 დოლარამდე, ნახევარ მილიონ ფეხით გადამსვლელზე 10-დან 50 დოლარამდე, 300 ათასამდე შალანდა ტრაილერის გატარებისთვის – 1000-დან 8000 დოლარამდე, 400 ათასამდე მსუბუქი მანქანისთვის 100-დან 300 დოლარამდე და ბათუმის სასაღვრო ზოლში შემოსული დაახლოებით 300 – მდე გემის განბაჟებისთვის 150-200 ათასი დოლარი თითეულზე. განბაჟების თანხები (რამდენიმე მილიარდი) დაუბრკოლებლად გაჰქონდათ ბანკებიდან. არის სერიოზული ეჭვი საქართველოს მოქალაქეების ანაბრებით, რომლებიც იფარებოდა გაუფასურებული კუპონებით, ქმნიდნენ არალეგალურ ბანკებს (კავკასიონი) შავი ფულის საბრუნავად… მაშინ, როცა ქვეყანაში სამოქალაქო ომი, სისხლისღვრა, დაპირისპირება, უშუქობა, უპურობა, 7-ლარიანი პენსიები და 30-ლარიანი ხელფასები (ისიც წლობით გაყინული), სისასტიკე, შიმშილი, ბანკის ვალები მძვინვარებდა, ამ დროს გოგი შევარდნაძემ და ირმა ქისაშვილმა, აბაშიძე – შევარდნაძის უშუალო ხელშეწყობით საქართველოს ბიუჯეტი კრახამდე მიიყვანეს. საქართველოს ბიუჯეტიდან ერთობლივად ჯგუფურად მიითვისეს 25-30 მილიარდი დოლარი.
უმოწყალოდ დაითხოვეს სამსახურიდან 3 ათასამდე მუშა- მოსამსახურე ყოველგვარი კომპენსაციების გარეშე. ასევე მიითვისეს 40-50 ათასი კვადრატულ მეტრი მიწის ნაკვეთები და მათზე დამაგრებული შენობა-ნეგებობები თავისი ინვენტარით თითო ლარად და ზოგჯერ ბარათებით ჩალის ფასად, და ეს მაშინ, როცა ეკონომიკის სამინისტროში 4000-მდე განცხადება იყო შესული ობიექტების პრივატიზაციაზე.
სარფისა და პორტის საბაჟოებზე გადი-გამოდიოდა ათასნაირი კონტრაბანდული ტვირთი. ასე მაგ. ერთ-ერთი პრესის ცნობით 2000-იან წლებში გაქურდული თბილისის საიუველირო ქარხნის საქონელი სარფის საბაჟოს გავლით აღმოჩნდა თურქეთში. მას შემდეგ ხელვაჩაურის პოლიცია ედავებოდა 2კგ. ოქროს გ. შევარდნაძეს. საბაჟოზე უკანონოდ შემოჰქონდათ მილიონობით ტონა ნავთობი (იხილეთ განცხადება #219 28.06.99 წ.), სიგარეტი, ტუალეტის ქაღალდის სახელით და თან მილიონობით კოლოფი. სხვადასხვა ფორმით აყაჩაღებდნენ მოქალაქეებს, ავჯიშვილის სიცოცხლეც შეეწირა ამ საქმეს (იხილეთ განცხადება ციალა ავჯიშვილის). ორგზის მოწვევის პარლამენტარს გურამ თურმანიძეს წაართვეს 7 მილიონი დოლარის სიგარეტი 10 მილიონის ქონება კი – პაატა კაჭარავას. იმდენად გათავხედნენ, `გუდვილში~ საკუთარი სეიფი გატეხეს და ბიუჯეტის კუთვნილი რამდენიმე მილიონი დოლარი გაიტანეს (იხ. პრესის ფურცელი), რომელის გადაბრალებას სხვაზე ცდილობდნენ. გ. შევარდნაძის მეუღლე ირმა ქისაშვილი, რომელმაც დააფუძნა შპს ,,სკორპიო“ და რომელიც შემოსავლების სამსახურში არ იყო არც ერთი თეთრის გადამხდელი. მან აუდიტისა და კალოიანის მეშვეობით მიითვისა 2000 წ. 9 მაისს აუდიტის საფუძველზე უკანონოდ, ადრე ცრუმეწარმეობით შექმნილი 1 -მილიარდიანი ქონება, მათ შორის მაღაზია `მაგნოლია~, რომელიც დღითი დღე ხელიდან ხელში გადადის მისივე ოჯახის წევრებზე. შევარდნაძის ოჯახისთვის ყოველდღიურ საქმიანობად იქცა ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისება. 1996 წ. 8-24 აგვისტოს შემოსავლების სამსახურისა და კონტროლის პალატის მიერ 85 მილიონი ლარი (საქმე #9205268 საქ. ფინანსთა სამინიტრო).
ბათუმში 21 მსხვილი საწარმო დაიშალა, გოგი შევარდნაძის ოჯახმა გაიტანა მილიონობით ტონა ჯართი და უნიკალური დანადგარები ქვეყნის გარეთ.
ყოფილი `მაგნოლია~, საიუველირო მაღაზია სუპერმარკეტი `გუდვილი~ ჭავჭავაძის #3-ში, 1,5 – 2 მილიარდიანი სუპერმარკეტი `გუდვილი~ დიღომში და სხვადასხვა ქალაქებში, ბაკალეის საწყობები, რესურსების სამინისტრო, დაბა ურეხში ყოფილი ავეჯის ქარხნის ტერიტორია, ფეხსაცმელვაჭრობა, თხილის ქარხანა, ათობით სასაწყობე სათავსო. ვ. გორგასალის ქუჩაზე 22-სართულიანი სასტუმრო, სახლი თამარ მეფის ქუჩაზე და სახლი ხულოს ქუჩის 19 ნომერში, ხუთსართულიანი 15-მილიონიანი ვილა, ბინები თბილისში, ზუგდიდსა და აწყურის ქუჩებზე, რესტორანი მარჯანიშვილზე, ტერიტორიები ქობულეთში, სამტრედიაში, სახლები ჰონგკოგში, ლონდონში, სოჩაში… ჰყავს ძვირადღირებული ორ-ორი მანქანა, ფასიანი ქაღალდების ნაწილში 1 ლარის ექვივალენტის 17,604 აქცია. 1 დოლარი 85,476 აქცია შპს ,,სკორპიო~ ირმა ქისაშვილის სახელზე 1 ლარის 429,800 აქცია, შე-მოსავალი არც ერთი თეთრი არ არის დაფიქსირებული, სამაგიეროდ ოპერაციებში მითითებულია 153,6 აქცია… ასე ჰყვავის ღარიბ, ღატაკ ქვეყანაში მოსახლეობის ზურგზე გაოლიგარქებული ოჯახი.
ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე დაუყონებლივ მოვითხოვ აღძრათ სისხლის სამართლის საქმე ჯგუფურად, ერთმუშტად შეკრულ სახელმწიფო დამნაშავეებზე, სხვადასხვა უწყებებზე, სხვადასხვა ფორმით ჩემს ხელთარსებული ინფორმაციების საფუძველზე დანაშაულის შემდეგი მუხლებით: ცრუმოწმეობა, თაღლითობა, თანამდებობის ბოროტად გამოყენება, გულგრილობა, სხვადასხვა ქვეყნის სახელით ცრუ ფირმების (30-მდე) შექმნა, ყალბი ბეჭდების დამზადება და გამოყენება, საერთო სახალხო საკუთრების გაფლანგვა-განიავება (25-30 მილიარდი დოლარი), 40-50 ათასი კვმ მიწის ნაკვეთების და შენობა ნაგებობების უკანონოდ მითვისება, თითო ლარად და სიმბოლურ ფასებში და სხვა. ეს იმ დანაშაულობათა არასრული ჩამონათვალია, რაც საკმარისია მინიმუმ სისხლის სამართლის საქმის დასაწყებად..
დაუყონებლივ მოვითხოვ დაიწყოთ გამოძიება ზემოთ ხსენებული მუხლებით ირმა ქისაშვილისა და გოგი შევარდნაძის ქმედებებზე და გამოძიების დროს გამოკვეთოთ ყველა დამნაშავე პირი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე, რასაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 142, 169, 180, 182, 192, 193, 194, 196, 200, 205, 214, 332, 333, 337, 341, 362 და 381 მუხლები ითვალისწინებს.
ერთი თვის განმავლობაში ველოდები სამართლიანობის აღდგენის დაწყებას. თუ კიდევ ერთხელ მივიღებ აბუჩადამგდებ, დამცინავ, შეურაცხმყოფელ პასუხებს, ვაპირებ დავიწყო აქციები. დავიწყო ხელწერების შეგროვება დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევაზე. ვაპირებ მივმართო სტამბოლის კონვენციას მოტივით დარღვეული უფლებები, რადგან დაზარალებულნი არიან ევროპისა და დასავლეთის ქვეყნები და მისი მოსახლეობა. იმედი მაქვს გოგი შევარდნაძისა და ირმა ქისაშვილის ფირმები გაიზიარებენ ,,ცენტრპოინტის“, ხოლო გოგი შევარდნაძის ოჯახი მთლიანად გაიზიარებს რჩეულიშვილების ბედს.
მოვითხოვ დააყადაღოთ გ. შევარდნაძის ოჯახის ქონება და დაუსაბუთებლობის შემთხვევაში გადასცეთ სახელმწიფოს, ხოლო მე და ჩემს შრომით კოლექტივს აგვინაზღაუროთ 1995 წლიდან დღემდე მოყენებული მატერიალური და მორალური ზიანი რაც შეადგენს დაახლოებით 10 მილიონ ლარს.
გურამ ხიმშიაშვილი,
დაზარალებული