– ” 1) წინამდებარე ეპიზოდში, პრობლემას „სთრიმის“ ფორმატში და უნივერსალურ ჭრილში განვიხილავ. მოკლედ, რეზუმეს გარეშე – დასკვნებს და მოქმედების გეგმის დასახვას, აჭარის მთავრობას/უმაღლეს საბჭოს, დაინტერესებულ მკითხველსა და თავად „აჭარის ტელევიზიის“, განსაკუთრებით კი ტექნიკურ თანამშრომლებს მივანდობ. იმიტომ, რომ სწორედ მაგათ შესაძლებლობებში დევს და გამომდინარეობს „აჭარის ტელევიზიის“ ჯერ რებრენდინგის, მერე გაჯანსაღების, შემდეგ ტრანსფორმაციისა და საბოლოო მეტამორფოზის პრობლემაც, ასევე გასაღებიც და პერსპექტივა. არავინ გააკეთებს მათ მაგიერ, მათივე ჯერ გაფუჭებულ, მერედა გამოსასწორებელ საქმეს, რაგინდ უნიკალური თეორილი ბაზა შეუქმნას სხვამ ცვლილებებისათვის.
(!) ვისაც კი მეტი დეტალიზირება აინტერესებს; კერძოდ თუ რა, შემოქმედებისთვის პროფშეუსაბამო პერსონაჟებს უპყრია „აჭარის ტვ“-ში სადავეები, რას წარმოაგდენს ბორდი, ასევე იქ გაბატონებული დისკურსის დეკონსტრუქცია და კორესპონდენტებისა თუ რედაქტორების ოინების ქრონიკები, ანუ თემის ჩაშლა & პოსტმოდერნიზმის საუკეთსო ტრადიციებში თემაში „ჩაძირვა“ სურს, იხ. I, II, III, IV ნაწილები.
2) თუ გინდათ ააშენოთ სახლმწიფო, საიდანაც ხალხი წასვლას მხოლოდ შვებულების სეზონზე მოითხოვს, ააშენოთ ქვეყანა, სადაც მომავლის შიში არ ექნებათ, გადადგით ეს ორი ნაბიჯი: ა) გაუთანაბრეთ კორუფცია სამშობლოს ღალატს, კორუფციონერები შეაჩვენეთ მეშვიდე თაობამდე. ბ) სამხედროს, მასწავლებლის და ექიმის პროფესიები, ყველაზე მაღალანაზღაურებად და საპატივცემულო ხელობად აქციეთ. როდესაც ამას განახორციელებთ, ჩათვალეთ რომ საწადებელს მიღწეულია. ეს ისრაელის საზოგადოებრივი ტელევიზიით ნათქვანი, ლეგენდარული გოლდა მეირის სიტყვებია. სწორედ რომ ასეთ პრიორტეტებს სახავს ტანდემში, სახელმწიფო მოღვაწეები და პასუხიმგებლიანი, მით უფრო საზოგადოებრივი ტელევიზიები წარჩინებულ ქვეყნებში. და არამც, სელიბრითების ტინგიცობას, ხაზინის ქურდების გნიასს, ფუტურისტული პროექტების პროვაიდერობასა თუ გემბლინგისა და ჰიპსტერული ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწევს. საზოგადოებრივი ტელევიზია და სახელმწიფო, ერთი ორგანიზმია ჯანმრთელ ქვეყნებში-თქო. ჩვენთან კი, პოლიტიკანების ინკუბატორი & ენჯეო-სექტორის რუპორი, ნაგავი პროდუქტისა, და ნეოლიბერალური იდეების ინსტალაციის წყარო. ლამის, ერის ფიზიკური და სულიერი გადაშენების კატალიზატორია გამხდარი ტელევიზიები სოციალურად უპასუხისმგებლო რედაქტორების და ანგაჟირებულ კორესპონდენტ-ჟურნალისტების ხელში. ჩვენგან განსხვავებით; საზოგადოებრივ ტელევიზიებს იქ, შეთავსებული აქვს საგანმანათლებლო, კულტუროლოგიული და აღმზრდელობითი ფუნქციები. რადგანაც, მოქალაქესა და შთამომავლობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს პრიორიტეტია – განათლებული, პასუხისმგებლიანი და კულტურული ხალხის აღზრდა და არამც ბრბოთი მანიპულირება, ქვენარე ინსტინქტების კულტივირება, თუ ნეოლიბერალური იდეოლოგიის ინდოქტრინაცია.
3) თუმცაღა ისიც ფაქტია, რომ იქაც, ერთ ასეთ პასუხისმგებლიან ტელევიზიაზე მოდის ათი საპირსპირო, კერძო და ვიწროპარტიული ორიენტაციის, „ყვითელი“ მაუწყებელი; აი ისინი, ვინც ამკვიდრებს „იდენტობის პოლიტიკას“, „გენდერულ თეორიებს“, „აგრესიულ ფემინიზმს“, „ჩაილდფრიდობას“ and so on. ჰედონიზმს, გლამურს და ზედაპიროლობასაც ერში, ასევე კომკავშირული შემართებით ებრძვის ბერს. ნერგავს რა, ისეთ ტრენდულ, მაგრამ ვიწროჯგუფურ და აღვირახსნილ მიმდინარეობას, როგორიცაა მემარცხენე ლიბერალიზმი. იდეოლოგიას, რომელიც ანგრევს ოჯახებს, დედებს მეძავებად აქცევს, ჯარისკაცებს „გირჩის“ წევრებად, გლეხს „სერვერებად“ უცხოეთში და ზოგადად ყრვნის და აპირისპირებს ერთმანეთთან თაობებს. ხელს უწყობს მოტინგიცე და კურტიზანი ელემენტების მომრავლებას ჩვენს, ოდითგანვე დარბაისელ, ულამაზესი ტრადიციებით გამორჩეულ ერში და ეს ყველაფერი ღრმა, მრავალწახნაგოვანი, კეთილშობილი, უნივერსალურ ფასეოლობებზე დამყნობილი ქართული მსოფლმხედველობის ნაცვლად. ტრაგიკული და უმომავლოა ის საზოგადოება რომელიც მართულია ასეთი სატელივიზიო სახეებითა და სურათ-ხატებით!
4) მესმის პრობლემის სირთულეც, ლამის ავგიას თავლასთან გვაქვს საქმე, თუნდაც რეგიონალურ, „აჭარის ტელევიზიის“ დონეზე, არათუ ზოგადქართული მასშტაბით; სადაც იმდენი წყალქვეშა დინებაა, რომ კვანტური სამყაროს ტერმინოლოგიითაც ვერ აღწერ ყველა იმ მოვლენასა თუ ნიუანსს, რომელიც ურთიერთკავშირშია და აპირობებს იმ სავალოლო სურათს, რაც ქართულ მეინსტრიმულ მედიაველზე გვხდება, მერე კი ირიბად ჩვენს კოორდინატთა სისტემას და ყოფასაც განსაზღვრავს. გაცნობიერებული მაქვს ზედმიწევნით ისიც, თუ რა ტიტანური სამუშაოა ჩასატატერებელი იმისათვის, რომ მივუახლოვდეთ ზემორე აღწერილ სტადარტსაც; კერძოდ, წარჩინებული ქვეყნების მიერ, საზოგადოებრივი ტელევიზიებით ტრანსლირებულ კონტენტის ხარსიხს, კულტოროლოგიური და „ინფოინთეიტმენტური“ თვალსაზრით. ისიც, თუ რამდენ შეუგნბელ და პასუხისმგებელ თანამდებობაზე შემთვევით მოხვედრილ პოლიტიკანს, უნდა დაუღეჭო და ჩაუდო გონში ეს „სოციალური ინჟინერიის“ ანა-ბანა. იმისთვის, რომ თუნდაც დაფიქრდეს შედეგებზე, არათუ იმოქმოდოს გაფუჭებულის აღმოსფხვრელად. გაიაზროს რა სისხლხორცეულად, რათა შემდგომში მაინც, აღარ დააკომპლექტოს, თუნდაც „აჭარის ტელევიზიის“ ბორდი შემთხვევითი და უპასუხისნგებლო, ჯიბეზე და პატივმოყვარეობაზე ორიენტირებული „კონიუკტურშიკებით“.
5) „პოლიშინელის საიდუმლოა“ – დამყაყებულ და გადაბერილ კოლექტივშიც ბევრს აწყობს ასეთი დაჭაობებული ვითარება; ამიტომაცაა, რომ ყველანაირი მეთოდით, არსებული სტატუს-ქვოს შესანარჩუნებლადაც იბრძოლებს კოლეტქივის ძველი და ახალი წევრების პასიონარული ნაწილი – არათუ ამ ვითარებაში და კონფიგურაციით, არამედ სამომავლოდაც, ნებისმიერი განლაგებისას. ეს იციან ზემდგომებმაც, პასუხისმგებლობის აღებას კი საგნის სიღრმისეული ცოდნის გარდა, სხვა მრავალი სიქველე სჭირდება, თავსაც ვგონებ მამიტომაც ზედმეტად არ იტკივებენ. ასე და ამგვარად, თვითდინებაზეა მიშვებული პროცესი რეგიონის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტში.
6) იდილიაა, რომელიც ირღვევა ხოლმე, თუ გადაცდომები ზედმეტად თვალშისაცემი გახდა, როგორც ეს მაგალითად ქალბატონი კაპანაძის შემთხვევაში მოხდა – აღშფოთებული აჭარის მოსახლეობა და ინტელიგენცია, ტრადიციული კონფესიები, თავად ივანიშვილი… და მაინც, არსებითად არაფერი შეცვლილა; ანგაჟირებული ენჯეო-კადრი ჩაანაცვლა უუნარო „ჩალიჩმეისტერმა“, გაურკვეველი ბეგრაუნდით. შედეგად, იქაურობა მიშვებულია, ქაოსია, გაურბიან პასუხისმგებლობას, დაბალი დისციპლინა, დაჯგუფებები ერთმანეთს ძირავს და ა.შ., ცეცხლაძე-კაპანაძის დროინდელი დისკურსი კი, თუგინდ ნაკლები ინტენსივობითა და ფანატიზმით, მაგარამ ძალაშია. სანამ მაგ სადნობ ქვაბში სხვადასხვა ინგრიდიენტია, არის შანსი სძლიოს ჯანსაღმა მხარემ, არადა სრული გადაფორმატირება იქნება საჭირო, რაც ბევრად მტკივნეული პროცესია. საგანგაშო და დაუშვებელი ვითარებაა, რაც რეაგირებას მოითხოვს! მყისიერს – მანამ ჯერ კიდევ ამ ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია. ოღონდ არა ფორმალუარდ, როგორც ეს აქამდე მომხდარა, არამედ ძველი შეცდომების კეთილსინდისიერი ინვენტარიზაცის შემდეგ და კონცეპტუალურ დონეზე ახალი მიდგომით.
7) აქვე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო; „აჭარის ტელევზიაში“, როგორც ნებისმიერ სხვა მაუწყებელში, მუშაობს უამრავი ღირსეული, გემოვნებიანი და მცოდნე ადამიანი. მაგრამ მათ არ ეძლევათ ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლინების შანსიც-კი ზემორე აღწერილი გარემოებებისა და დისკურსის ტოტალური კონტროლის, ძველი პასინარული დაჯგუფების და უუნარო ახალი მენეჯმენტის გამო. ესეთები, საკმაო რაოდენობით, უფრო ტექნიკურ პერსონალშია, მაგრამ ვერფერს უპირისპირებენ ამ ფორმალურად შემოქმედებით, ნეოლიბერალიზმით ინდოქტრინირებულ და ყველაფერზე წამსვლელ, ასევე მკადრებელ რუხ მასას. მათი ცალკეული აქტივობები კი (და ის სინათლე რომელსაც ასხივებენ ხოლმე ცალკეული გადაცემების თუ გამოსვლების მეშვეობით მხოლოდ ციმციმია), ზღვაში წვეთია, იმ საჭირო ძალისხმევასთან შედარებით, რასაც შეუძლია ეს ტელევიზია ხარისხობრივად სხვა დონეზე აიყვანოს. მოჯადოებული წრეა, ძველი და ახალი, ნეპოტიზმის შედეგად მიღებული თანამშრომლები, უპასუხსმგებლო, ჰარი-ჰარალეზე შერჩეული ბორდი, ვირეშმაკობით გამორჩეული კოხრეიძე და არავინ მომკითხავი ზემდგომ უწყებებში, თუ რაში იხარჯება, ამ გაძვალტყავებული ქვეყნისთვის ასტრონომიული თანხა – 10 000 000.
P.S. ტაქტიკაც მანდ წლებია უცვლელი; ჯერ კბილს უსინჯავენ ერთმანეთს, მერე კი სიმბიოზში შედიან და ხალხის თანხების ხვრას ერთად განაგრძობენ. ჰმ, ამბობენ „კადრები ყველაფერს წყვტსო“, როდი – სინამდვილეში წყვეტს ის, ვინც ასეთი კადრებს არჩევს!.. “
დავით ჩხარტიშვილი
მოამხადა ირაკლი ჯანყარაშვილმა