მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება უბნის თავმჯდომარეს საკონტროლო ფურცელი დაავიწყდა

უბნის თავმჯდომარეს საკონტროლო ფურცელი დაავიწყდა

177
0

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატის ზურაბ ნაკაიძის ინფორმაციით, ბათუმის მე-7 უბანზე მცირე პროცედურული დარღვევა დაფიქსირდა, კერძოდ, ამომრჩეველმა ავთანდილ ბარამიძემ ყუთში კონვერტი საკონტროლო ფურცლის ჩაშვებამდე ჩააგდო. აღნიშნული ფაქტის შესახებ ა/ო „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრიც“ საუბრობს, ცენტრის დირექტორის ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, ეს პროცედურა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ დაავიწყდა. საჩივარი უკვე დაიწერა, რაც  ორგანიზაციის ხელმძღვანელის ვარაუდით შეიძლება უბნის შედეგების გაბათილების საფუძველი გახდეს.

გულიკო კალანდაძე „აჭარა P.S.“