ბათუმში მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას, ცესკო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ოლქში სულ გაიხსნება 14 საარჩევნო უბანი.
მაჟორიტარული ოლქი მოიცავს გონიო–კვარიათის, აეროპორტის და აღმაშენებლისადმინისტრაციული ერთეულის ნაწილს, რომელიც მაჟორიტარ დეპუტატს ბათუმისსაკრებულოში აირჩევს.
ამ არჩევნებით გადაწყდება თუ რომელ პარტიას ექნება გადამწყვეტი ხმა ბათუმისსაკრებულოში.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე საკრებულოს არ ჰყავს თავმჯდომარე, რადგან არცერთ პარტიას არ აქვს საჭირო უმრავლესობა საკრებულოს ხელმძღვანელის ასარჩევად.
35 წევრისგან შემდგარ ბათუმის საკრებულოში ამჟამად
„ქართული ოცნებას“ 16 წევრი ჰყავს, „ერთიან ნაციონალურ
მოძრაობას“ 14 წევრი,
„გახარია – საქართველოსთვის“ – 2, „ლელო საქართველოსთვი“ -1
ხოლო ერთი ,,დამოუკიდებელი” დეპუტატია.
რაც შეეხება 2 აპრილს ჩანიშნულ შუალედურ არჩევნებს, ეს მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ამ ოლქში გამარჯვებული კანდიდატი, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,, ნუგზარ ფუტკარაძე, არჩევნების შემდეგ გარდაიცვალა.