არასამთავრობო ორგანიზაცია „სიმართლისა და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებებისათვის“ თავმჯდომარე გივი მამულაძის ინფორმაციით, 21 ოქტომბრის ადგილობრივი ორგანოების არჩევნები მშვი ვითარებაში მიმდინარეობს. ორგანიზაციის ათეულობით დამკვირვებელი აჭარის რეგიონის სხვადასხვა საარჩევნო უბანზე თვალ-ყურს ადევნებს კენჭისყრის პროცესს და ამ დროისათვის გარკვეული დარღვევებიც აქვთ დაფიქსირებული. კერძოდ, მამულაძის განცხადებით, ქობულეთის ორ საარჩევნო უბანზე #8 და #16, კენჭისყრა დაიწყო ყუთში საკონტროლო ბარათის ჩაშვების დაგვიანებით, ხშირია შემთხვევები, როცა სადემონსტრაციო ოქმებზე არ არის მითითებული ოლქის ან უბნის დასახელება, ზოგან არ არის პასუხისმგებელ პირთა ხელწერები. საჩივარი დაიწერა სოფელ ხუცუბანში #59 საარჩევნო უბნის 9 წუთიანი დაგვიანებით გახსნის გამოც.