მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ქობულეთის მერობის კანდიდატი სოფელ ზენითის, გვარასა და მუხაესტატეს მოსახლებას შეხვდა

ქობულეთის მერობის კანდიდატი სოფელ ზენითის, გვარასა და მუხაესტატეს მოსახლებას შეხვდა

223
0

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის მერობის კანდიდატი სოფელ ზენითის, გვარასა და მუხაესტატეს მოსახლებას შეხვდა. მერობის კანდიდატმა ადგილობრივი მოსახლეობისგან მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.                                                    -„შორს არ არის ის დღე, როცა ჩვენი სოფელი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი გახდება“, – მიმართა ზენითის მოსახლეობას მირიან ქათამაძემ.                                                                                                             3 gvara 14sep გვარას მოსახლეობასთან შეხვედრაზე, შემოდგომაზე ნარინჯისფერი დღეების ფესტივალის გამართვის შესახებაც იმსჯელეს, რაც შეხვედრის მონაწილეების აზრით, სოფელს უფრო მიმზიდველს გახდის.                                            მირიან ქათამაძემ ასევე, ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტის მიერ უკვე განხორციელებულ პროექტებს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოფელ მუხაესტატეში იუსტიციის სახლის მომსახურების ცენტრის გახსნა იყო.         მოსახლეობასთან შეხვედრები მირიან ქათამაძემ ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად გამართა. დღეს კი, მერობის კანდიდატი სოფელ აჭყვისთავისა და ალამბარის მოსახლეობას შეხვდება.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური