მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება „ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაციის პროექტი“

„ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაციის პროექტი“

340
0

გამგეობის სააქტო დარბაზში მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა „ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაციის პროექტის“ საჯარო განხილვა გამართეს.
პროექტი ითვალისწინებს ზღვის სანაპირო ზოლში, არსებული ძველი კედლის დემონტაჟს, ახალი 1900 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი საფეხურებიანი კედლის აშენებასა და სანაპიროზე სავალი ნაწილის კეთილმოწყობას.
პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერითა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით.
საჯარო განხილვას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და მოქალაქეები ესწრებოდნენ. შეხვედრა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ქობულეთის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა.