აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს, სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა.
სხდომას ხელმძღვანელობს კომისიის თამჯდომარე ზაალ მიქელაძე, სხდომას ესწრებიან მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები.
კომისიის წევრები განიხილავენ დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხს, კერძოდ:
■ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაზარალებული 15 ეკომიგრანტი ოჯახის თამარის დასახლებაში არსებულ ახალ სოციალურ სახლში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება.
■ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 28-23 აპრილს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული 210 შენობის (176-კერძო სახლი და 9 კორპუსი) აღდგენა. აღდგენითი სამუშაოებისათვის გამგეობას შესყიდული აქვს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 88 977-ლარზე.
■ ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში, ბარაკი N-32-ში მცხოვრები, ხანძრის შედეგად დაზარალებული 12 ოჯახის ფინანსური დახმარება, 75 528 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ საკითხებს ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენლები წარადგენენ.