მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება შეხვედრა ,,კავკასიის ალიანსების პროგრამის’’ წარმომადგენლებთან

შეხვედრა ,,კავკასიის ალიანსების პროგრამის’’ წარმომადგენლებთან

201
0

თანამშრომლობა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ,,ქალთა ოთახებს’’ შორის მალე დაიწყება. აღნიშნულ საკითხზე მინისტრთან შეხვედრაზე ქალთა ოთახის მენეჯერები და ,,კავკასიის ალიანსების პროგრამის’’ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ზაალ მიქალეძე „ქალთა ოთახის“ სერვისს პირველად ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაეცნო, სადაც გაჩნდა იდეა თანამშრომლობისა.,,ქალთა ოთახები’’ აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტსა და აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში ფუნქციონირებს. იგი წარმოადგენს ახალ მუნიციპალურ სერვისს, რომელიც გულისხმობს ერთგვარი საზოგადოებრივი, საინფორმაციო-საკონსულტაციო მხარდაჭერის, ინტერაქტიული ურთიერთობების უზრუნველყოფის და მიზნობრივი პროექტების განმახორციელებელი ცენტრს.თანამშრომლობის ფარგლებში სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების პრეზენტაცია მუნიციპალიუტეტის დონეზე ,,ქალთა ოთახებში’’ მოხდება, რაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობასა და პროგრამაში ჩართულობას უზრუნველყოფს. ,,ქალთა ოთახები’’ აჭარაში ,,კავკასიის ალიანსების პროგრამის’’ ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორფსი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.