პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ შუახევის მერობის კანდიდატმა ფრიდონ ფუტკარაძემ წინასაარჩევნო შეხვედრები საკუთარი უბნიდან დაიწყო.
მოსახლეობასთან შეხვედრისას ფრიდონ ფუტკარაძემ შუახევის განვითარების საკუთარ ხედვასა და საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა.
„ქართულმა ოცნებამ“ შუახევში 2012 წლის შემდეგ, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ყველა მათგანი მოსახლეობის ინტერესებსა და კეთილდღეობაზე იყო გათვლილი. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანის ცხოვრება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი ერთიანი ძალებით, პირველივე დღიდან, შუახევში არსებული პრობლემების დაძლევას შეუდგება.
„ყოველი ჩვენგანის ვალია, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის წინსვლაში. თქვენთან ერთად, შევქმნით ძლიერ თვითმმართველობას ძლიერი საქართველოსთვის“, – აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.
მოსახლეობასთან საუბრისას ფრიდონ ფუტკარაძემ ხაზი გაუსვა შუახევში არსებული პოტენციალის ათვისებას, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე, ტურიზმის მიმართულებითა და ახალგაზრდობის ჩართულობას მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში.
მისი თქმით, აუცილებელია, მეტი ყურადღება დაეთმოს კულტურისა და სპორტის განვითარებას, რათა ახალგაზრდებს შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ჰქონდეთ.
ფრიდონ ფუტკარაძემ მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაბა შუახევის ადმინისტრაციული ერთეულიდან გიორგი დავითაძე წარუდგინა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური