ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, სააღდგომოდ 16 და 17 აპრილს, დილის 07:00-დან საღამოს 23:00 საათამდე, #11 მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან. მუნიციპალური ტრანსპორტი სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ფერიის სასაფლაოს მიმართულებით 12 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.
                                                                                                      ხვიჩა მამულაძე
 
	 
	
