დღეს შუახევის ცენტრალურ სტადიონზე ,,მოყვარულთა თასი 2017″ დაიწყო. გახსნით მატჩში ერთმანეთს უჩამბა-ფურტიოს, ჭვანა-დღვანის, შუბანი – შუახევის, ბარათაული-ზამლეთის გუნდები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა უჩამბის, დღვანის, შუბანის და ზამლეთის გუნდების გამარჯვებით დასრულდა. მეორე ტურში კენჭისყრით ერთმანეთს შუბანი-უჩამბის,დღვანი – ზამლეთის გუნდები დაუპირისპირდებიან. გახსნით მატჩს საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე …ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესრებოდა. “საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციასთან ერთად, “მოყვარულთა თასი” პირველად 2016 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე გათამაშებაში 250 გუნდი და 5000 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მოყვარულთა თასში წელს უკვე 45 მუნიციპალიტეტის 314 გუნდი და 8 000 მოყვარული ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას. გათამაშება სამ ეტაპად ჩატარდება, გუნდები ერთმანეთს მუნიციპალურ რეგიონულ და ფინალურ ეტაპზე შეხვდებიან. მუნიციპალური ეტაპი თასის ფორმატით ოლიმპიური სისტემით ჩატარდება და მასში კონკრეტული მუნიციპალიტეტის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც თასის სისტემით, ერთ წრედ იასპარეზებენ. მუნიციპალური თასის გამარჯვებული და, რიგ შემთხვევაში, პრიზიორი გუნდი, რეგიონულ ლიგაზე იასპარეზებს. რეგიონულ ეტაპზე 11 ლიგა შეიქმნება. თითოეული ლიგის გათამაშებაში მონაწილეობას 6 – 8 მოყვარულთა ფეხბურთის გუნდი მიიღებს. რეგიონულ ეტაპზე გასული გუნდები ლიგის სისტემით, ორ წრედ იასპარეზებენ. რეგიონული ლიგების პარალელურად თბილისის უმაღლესი და პირველი ლიგები მიმდინარეობს, ასევე, მიმდინარეობს თბილისის მერიის თასის გათამაშება, რომლის ფინალისტი გუნდები „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფინალურ ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას. თბილისის თასის ფინალისტებს ფინალურ ეტაპზე რეგიონული ლიგების გამარჯვებული 14 გუნდი დაემატება.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი შუახევის ,,მოყვარულთა თასი 2017″ დაიწყო